რეზონანსი
14.04.2025

ირანმა ბირთვული იარაღის კონცეფცია უნდა დაივიწყოს, არ შეიძლება მათ ბირთვული იარაღი ჰქონდეთ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თეთრ სახლში სალვადორის პრეზიდენტთან, ნაიიბ ბუკელესთან შეხვედრაზე ჟურნალისტებს განუცხადა.

„ირანს ჩვენთან შეთანხმების მიღწევა სურს, მაგრამ არ იციან, როგორ გააკეთონ ეს. ჩვენ შაბათს გვქონდა მათთან შეხვედრა. მეორე შეხვედრა შემდეგ შაბათს გვაქვს დაგეგმილი. მე ვთქვი, რომ ეს დიდი დროა. ვფიქრობ, შესაძლოა ისინი თავს გვაჩვენებენ, რომ დაინტერესებულები არიან", - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, „მოლაპარაკებები სწრაფად უნდა წარიმართოს, რადგან ირანი ბირთვულ იარაღთან ძალიან ახლოს არის".

კითხვაზე, განიხილება თუ არა ირანის ბირთვულ ობიექტებზე დარტყმა, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ „დიახ".

„რა თქმა უნდა. თუ რაიმე მკაცრის გაკეთება მოგვიწევს, ჩვენ მას გავაკეთებთ", - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×