რეზონანსი
14.04.2025

ამერიკული დახმარების გარეშე უკრაინას მეტი დანაკარგი ექნება, - განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

„ვფიქრობ, რომ აშშ-ის გარეშე ჩვენ ბევრი დანაკარგი გვექნება: ადამიანური და ტერიტორიული. ასეთი დანაკარგები შესაძლოა, რომ იყოს. რა თქმა უნდა, აშშ-ის გარეშე ისეთი სასურველი მიზნის მიღწევა, როგორიცაა ომის დასრულება და სამართლიანი მშვიდობის დამყარება, რთული იქნება. აშშ-ის გარეშე დანაკარგები ბევრია“, - თქვა ზელენსკიმ.

უკრაინის ლიდერმა აგრეთვე დასძინა, რომ უკრაინაშიც და ევროპაშიც ეშინიათ, რომ შეერთებული შტატები, შესაძლოა, პროცესებს ჩამოშორდეს. ზელენსკის თქმით, მას არ სურს ისეთი სცენარის განხილვა, რომლის თანახმადაც მტერთან ბრძოლა ამერიკული დახმარების გარეშე მოუწევს. მაგრამ კიევი ნებისმიერ შემთხვევაში ამ ომს დაასრულებს ქვეყნისთვის სამართლიანი პირობებით.

„სხვა გამოსავალი არ არსებობს და არც იარსებებს“, - თქვა ზელენსკიმ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×