რეზონანსი
14.04.2025

გიორგი გახარია საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა, რომელიც პარლამენტში რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს. მისი პოზიცია ამ დრომდე უცნობი იყო, გახარიას პარტიაში დაგეგმილი ჰქონდა ბრიფინგიც, თუმცა პრესსამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ბრიფინგი გადაიდო და გახარია საგამოძიებო კომისიაზე მივიდოდა.

დროებითი საგამოძიებო წევრები განიხილავენ მის საქმიანობას და გადაწყვეტილებებს შინაგან საქმეთა მინისტრისა და პრემიერის პოსტზე. მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებს.

დეპუტატებს შეკითხვები აქვთ სტრასბურგის სასამართლოს დასკვნაზეც, რომლითაც დგინდება, რომ დაშლის ოპერაციის დაგეგმვისა და განხორციელების შესახებ არსებობს კითხვები, რაზეც მაშინ პასუხისმგებელი სწორედ გიორგი გახარია იყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×