რეზონანსი
14.04.2025

ძალიან კარგად არის ცნობილი ყველასთვის, თუ რა არის ის ბარიერი, რომელიც ხელს უშლის საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობებს აღდგენას. ამ ბარიერის მოხსნის ინსტრუმენტი რუსეთის ხელშია ამიტომ ჩვენი ველით ზუსტად ამას, - ასე უპასუხა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტის კითხვის, რომელიც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის მიხაილ გალუზინის განცხადებას შეეხებოდა იმასთან დაკავშირებით, რომ მოსკოვი მზადაა, თბილისთან დიპლომატიური ურთიერთობები აღადგინოს.

შალვა პაპუაშვილის თქმით, მას შემდეგ, რაც რუსეთი მოახდენს საქართველოს ტერიტორიების დეოკუპაციას შესაძლებელი გახდება დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა.

„საქართველოს და რუსეთს შორის ურთიერთობის აღდგენას მხოლოდ ერთი ბარიერი უდგას წინ, ეს არის რუსეთის მხრიდან საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია. რუსეთს შეულია ძალიან მარტივად ეს ბარიერი მოხსნას. როგორც კი ბარიერის მოხსნის ნაბიჯებს დავინახავთ, რა თქმა უნდა ამ ურთიერთობების აღდგენა იქნება შესაძლებელი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×