რეზონანსი
13.04.2025

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი, ლაკონიურად, გამოეხმაურა რუსეთის მიერ უკრაინის ქალაქ სუმის დაბომბვას და მიანიშნა, რომ რუსეთი სინამდვილეში ცეცხლის შეწყვეტისკენ არ ისწრაფვის. შესაბამისი განცხადება ტუსკმა სოციალურ ქსელ X-ზე გამოაქვეყნა. 

„ცეცხლის შეწყვეტის რუსული ვერსია - სისხლიანი ბზობის კვირა, სუმი, უკრაინა“, - წერს პოლონელი მინისტრი. 

მანამდე, ვარშავაში სიტყვით გამოსვლისას ტუსკმა განაცხადა, რომ 13 აპრილს სუმიში უკრაინელების დაღუპვა გამოიწვია „იგივე ბოროტებამ, რომელიც ახლა პოლონეთს და მთელ ევროპას ემუქრება“.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×