რეზონანსი
13.04.2025

გლობალურ ბაზარზე ნავთობის ფასი წინა დღეებთან შედარებით მცირედით გაიზარდა. კერძოდ, ბოლო ვაჭრობის შედეგად, WTI-ის ტიპის ნედლი ნავთობის საერთაშორისო საორიენტაციო მაჩვენებლად ბოლო ვაჭრობის შედეგად 61.50 დოლარი განისაზღვრა, რაც 2.38%-იან ზრდაზე მიანიშნებს. რაც შეეხება Brent-ის ტიპის ნავთობის ფასს, ამ შემთხვევაში ზრდამ 2.26% შეადგინა და ბარელზე 64.76 დოლარს გაუტოლდა.

შეგახსენებთ, ბოლო კვირებია მსოფლიო ბირჟებზე ნედლი ნავთობის ფასი კლებადი ტენდენციით ხასიათდება. აღნიშნულის პარალელურად, გასული ორი კვირის განმავლობაში საქართველოში ბრენდულ ბენზინგასამართებზე საწვავის ფასები ეტაპობრივად შემცირდება. საწვავის ტიპის მიხედვით კლება 5-10 თეთრის ფარგლებში იყო.

ნავთობიმპორტიორები აცხადებენ, რომ ნედლი ნავთობის ფასის შემცირებისა და ეროვნული ვალუტის გამყარების ტენდენციის გაგრძელების შემთხვევაში, შესაძლოა საქართველოში საწვავის ფასი კიდევ 15-20 თეთრის ფარგლებში შემცირდეს.

Socar:

ნანო სუპერი - 3.50 ლარი

ნანო პრემიუმი - 3.10 ლარი

ნანო ევრო რეგულარი - 2.93 ლარი

ევრო 5 დიზელი - 3.04 ლარი

ნანო ევრო 5 დიზელი - 2.95 ლარი.

Gulf:

G-Force სუპერი - 3.53 ლარი;

G-Force პრემიუმი - 3.13 ლარი;

G-Force ევრო რეგულარი - 3.03 ლარი;

ევრო რეგულარი - 3.93 ლარი;

G-Force ევრო დიზელი - 3.09 ლარი.

Rompetrol:

Efix სუპერი - 3.63 ლარი;

Efix ევრო პრემიუმი - 3.19 ლარი;

ევრო რეგულარი - 2.99 ლარი;

Efix ევრო დიზელი - 3.15 ლარი;

ევრო დიზელი - 3.05 ლარი.

Wissol:

ეკო სუპერი - 3.52 ლარი;

ეკო პრემიუმი - 3.12 ლარი;

ევრო რეგულარი - 2.95 ლარი;

ევრო დიზელი - 2.99 ლარი;

ეკო დიზელი - 3.07 ლარი;

დიზელ ენერჯი - 2.94 ლარი.

Portal:

პრემიუმი - 2.79 ლარი;

ევრო რეგულარი - 2.59 ლარი;

ევრო დიზელი - 2.69 ლარი.

წყარო: bpn.ge

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×