რეზონანსი
13.04.2025

დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი კირ სტარმერი აცხადებს, რომ რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე.

სტარმერი ეხმაურება რუსეთის სარაკეტო დარტყმას ქალაქ სუმზე და პლატფორმა X-ზე წერს, რომ რუსეთის „საშინელი თავდასხმებით" შეძრწუნებულია.

"შეძრწუნებული ვარ რუსეთის საშინელი თავდასხმებით მშვიდობიან მოსახლეობაზე სუმში. ჩემი ფიქრები ამ ტრაგიკულ დროს მსხვერპლებთან და მათ ახლობლებთანაა. პრეზიდენტმა ზელენსკიმ აჩვენა თავისი ერთგულება მშვიდობისადმი. პუტინი ახლა უნდა დათანხმდეს ცეცხლის სრულ და დაუყოვნებლივ შეწყვეტას პირობების გარეშე", - წერს სტარმერი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×