რეზონანსი
13.04.2025

რუსეთისა და უკრაინის ოფიციალური პირები 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებზე შეხვედრას გამართავენ, - ინფორმაციას CNN türk-ი თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ამასთან, თურქეთის თავდაცვის უწყებამ ოფიციალური განცხადებაც გაავრცელა, სადაც აღნიშნულია, რომ 15-16 აპრილს ანკარაში, საზღვაო-სამხედრო ძალების სარდლობის შტაბბინაში შეხვედრა გაიმართება, რომელზეც რუსეთის ფედერაციასა და უკრაინას შორის შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ.

თურქეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრა უცხო ქვეყნების სამხედრო წარმომადგენლების მონაწილეობით გაიმართება. უწყება არ აკონკრეტებს, რომელი ქვეყნების წარმომადგენლები დაესწრებიან შეხვედრას.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×