რეზონანსი
13.04.2025

„საგამოძიებო კომისია შექმნილია პარლამენტის მიერ და ნებისმიერი პირი, ეს იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, კანონით ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" წევრი, ირაკლი ჭეიშვილი აცხადებს.

„სამოძიებო კომისია შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ და ნებისმიერი პირი, ეს იქნება გახარია თუ სხვა ოპოზიციური ლიდერები, კანონით ვალდებულნი არიან გამოცხადდნენ. სხვა შემთხვევაში, იქნება სამართლებრივი ფორმები მიღებული და შესაბამისად, აღიძრება საქმე მათ მიმართ, ვინც არ გამოცხადდება. თუ რატომ არ ცხადდებიან - საზოგადოებისთვის არის ნათელი, იქ არის კითხვები, რომელსაც სვამს საგამოძიებო კომისია და მათ არ აქვთ პასუხები ამ კითხვებზე. აქედან გამომდინარე ცდილობენ თავის არიდებას", - აცხადებს ჭეიშვილი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×