რეზონანსი
13.04.2025

ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან აშინებს და მათთვის მიუღებელი არის ის პროცესები, რაც მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში - ამის შესახებ პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარემ გივი მიქანაძემ განაცხადა.

როგორც მმართველ გუნდში ამბობენ, რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები ყველაფერს აკეთებენ, რომ პასუხების გაცემას თავი აარიდონ, ფაქტობრივად მზად არიან კიდეც, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი დადგეს მათთან მიმართებაში.

"ფაქტია, რომ რადიკალურ ოპოზიციას ძალიან აშინებს და მათთვის მიუღებელი არის ის პროცესები, რაც მიმდინარეობს დროებითი საგამოძიებო კომისიის ფარგლებში. ჩვენ ვხედავთ, რომ ამ ადამიანებს საზოგადოებისთვის არაფერი აქვთ სათქმელი და ისინი ყველაფერს აკეთებენ, რომ თავი აირიდონ პასუხების გაცემისგან, მათ შორის, ფაქტობრივად მზად არიან, რომ სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაც კი დადგეს მათთან მიმართებაში და იგონებენ სრულიად უსუსურ საფუძვლებს, რომ თითქოს ამ კომისიას არანაირი ლეგიტიმაცია არ აქვს. ამ კომისიას აქვს ჩვენი საზოგადოების უდიდესი ნაწილის ლეგიტიმაცია, შესაბამისად, ნებისმიერი განცხადება, რაც კეთდება ისინი ცდილობენ, რომ თავისი ინტერპრეტაცია გააკეთონ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაციის ტირაჟირება მოახდინონ", - აცხადებს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე გივი მიქანაძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×