რეზონანსი
13.04.2025

მტრის სარაკეტო თავდასხმა იმ დღეს მოხდა, როდესაც ხალხი ეკლესიაში მიდის ბზობას, უფლის იერუსალიმში შესვლის დღესასწაულზე, მხოლოდ არამზადას შეეძლო ამის გაკეთება, - ასე ეხმაურება უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი რუსული ძალების მიერ ქალაქ სუმზე განხორციელებულ სარაკეტო თავდასხმას.

„ჩვეულებრივი ადამიანების სიცოცხლის წართმევა. ვუსამძიმრებ ოჯახებს და მეგობრებს. ამჟამად სამაშველო ოპერაცია მიმდინარეობს. ყველა საჭირო სამსახური მუშაობს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთი ომს აჭიანურებს და საჭიროა მასზე ზეწოლა იმისთვის, რომ აგრესია შეჩერდეს.

„მსოფლიოს მხრიდან მკაცრი რეაგირებაა საჭირო. ამერიკის შეერთებული შტატები, ევროპა, მსოფლიოში ყველა, ვისაც სურს ამ ომისა და მკვლელობების დასრულება. რუსეთს სწორედ ასეთი სახის ტერორი სურს და ამ ომს აჭიანურებს. აგრესორზე ზეწოლის გარეშე მშვიდობა შეუძლებელია. ლაპარაკს არასდროს შეუჩერებია ბალისტიკური რაკეტები და საჰაერო ბომბები. გვჭირდება რუსეთის მიმართ ისეთი დამოკიდებულება, როგორსაც ტერორისტი იმსახურებს“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, რუსებმა უკრაინის ქალაქ სუმზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. ბოლო მონაცემებით, დაიღუპა 20-ზე მეტი ადამიანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×