რეზონანსი
13.04.2025

პარლამენტის საგამოძიებრო კომისია გიორგი გახარიას სხდომაზე 14 აპრილს, ორშაბათს იბარებს. ამის შესახებ ინფორმაცია კომისიის გვერდზე ვრცელდება:

"14 აპრილს, 12:00 საათზე, კონსტიტუციის დარბაზში გაიმართება საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მორიგი სხდომა.

სხდომაზე მოწვეულია ბატონი გიორგი გახარია,  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის თანამდებობებზე მის მიერ გაწეული საქმიანობისა და მიღებული გადაწყვეტილებების, მათ შორის, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენებთან, დაკავშირებით." ნათქვამია ინფორმაციაში.

გახარიას დაბარების შესახებ ინფორმაცია გასულ კვირას გახდა ცნობილი, თუმცა რიცხვი დაკონკრეტებული არ ყოფილა. ჯერჯერობით უცნობია თავად პარტია "საქართველოსთვის" ლიდერის პოზიცია - აპირებს თუ არა მისვლას კომისიის სხდომაზე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×