რეზონანსი
13.04.2025

ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა. არსებული ინფორმაციით, უბედური შემთხვევა ე.წ. ტიტანიკის სახელით ცნობილ კორპუსში მოხდა.

მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა ბიჭის გადარჩენა ვერ მოხერხდა. 

ინფორმაციისთვის, „ტიტანიკის“ კორპუსი ცხრა სართულიანი ავარიული საცხოვრებელი სახლია. როგორც ცნობილია, წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, კორპუსის მობინადრეები წლებია დახმარებას ითხოვენ.

თემის გაგრძელება: „ბავშვი სახურავიდან ჩამოვარდა და არა ლიფტის შახტაში, რატომ ავრცელებთ ცრუ ინფორმაციას!“ - რა მოხდა რეალურად ავჭალაში და როდის დატრიალდა ტრაგედია?

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×