
„ზუსტად იგივე მიდგომა ჰქონდათ პარლამენტში არ შემოვალთო და შემოგრიალდნენ, მერე ძლივს გავაგდეთ პარლამენტიდან, მათ სიტყვას ფასი არ აქვს“, - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი ზარქუამ ოპოზიციაზე საუბრისას განაცხადა.
დეპუტატის თქმით, ოპოზიცია თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობის შესახებ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ იღებს და პატრონების დაკვეთას ელოდება.
„ბუნებრივია, ჯერ თამამად გადაწყვეტილებას ვერცერთი ვერ ამბობს, ის, ვინც ახლა ვითომ კეკლუცობს და ამბობს ვითომ მონაწილეობას არ მივიღებთო, არ არის საბოლოო გადაწყვეტილება. ზუსტად იგივე მიდგომა ჰქონდათ პარლამენტში არ შემოვალთო - შემოგრიალდნენ 2020-ში, მერე ძლივს გავაგდეთ პარლამენტიდან. ასე რომ მათ სიტყვას ფასი არ აქვს.
რეალობა არის ის, რომ როდესაც მათი პატრონებისგან მიიღებენ დაკვეთას უნდა მიიღოთ მონაწილეობაო, ყველა დაეწყობა და მიიღებენ მონაწილეობას, თუ არ იქნა ასეთი ბრძანება გაცემული მათი პატრონებისგან, მაშინ თავს შეიკავებენ“, - აღნიშნავს მმართველი გუნდის დეპუტატი.