რეზონანსი
12.04.2025

თურქეთის პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში, - წერს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სოციალურ ქსელ X-ში.

მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ანტალიის დიპლომატიური ფორუმის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე ხაზი გაესვა დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას.

„ნაყოფიერი საუბარი გვქონდა საქართველო-თურქეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის გაღრმავების პერსპექტივებზე, როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ ფორმატებში. ხაზი გავუსვით დარგობრივი თანამშრომლობის გაძლიერების აუცილებლობას, რათა უზრუნველყოფილი იყოს ეკონომიკური პროგრესი და გრძელვადიანი უსაფრთხოება ჩვენს რეგიონში და მის ფარგლებს გარეთ”, - აღნიშნავს ირაკლი კობახიძე.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×