რეზონანსი
12.04.2025

რუსთავში, თოდრიას ქუჩაზე, საცხოვრებელი კორპუსის ერთ-ერთი ბინის სამზარეულოში ცეცხლი გაჩნდა. ადგილზე მობილიზებულია მეხანძრე-მაშველების ორი ეკიპაჟი.

გავრცელებული ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის დროს სახლში ერთი პირი იმყოფებოდა, თუმცა მაშველებმა ის უსაფრთხო ადგილზე გადაიყვანეს.

ადგილზე ამ დრომდე შეინიშნება ძლიერი დაკვამლიანება. რა გახდა ხანძრის გაჩენის მიზეზი, ჯერჯერობით, უცნობია.

როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში "რუსთავი 2-ს" განუცხადეს, ცეცხლი ლიკვიდირებულია. მათივე თქმით, შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×