
დაამყარეთ თანამშრომლობა, ენერგეტიკულ პროექტებში, სატრანზიტო პროექტებში, ინტერნეტსა და ტურიზმში. არსებობს თანამშრომლობის ბევრი გზა და მჯერა, საქართველოს შეუძლია, ამ მხრივ იყოს ლიდერი რეგიონში, - განაცხადა სომხეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, არარატ მირზოიანმა ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე.
„ჩვენ შეგვიძლია, დავაკავშიროთ ორი საზოგადოება, არა მხოლოდ, ვგულისხმობ სომხეთისა და აზერბაიჯანის საზოგადოებებს, არამედ საქართველოს და თურქეთს. ჩვენ 21-ე საუკუნეში ვცხოვრობთ და ეს არის არჩევანის საკითხი. შეგიძლიათ, დაელოდოთ კიდევ 200 წელს ან შეგიძლიათ დაიწყოთ აგურების დადება და მყარი კედლის აშენება. ჩვენ ვირჩევთ თანამშრომლობას, მაგრამ ჩვენ ვერ ვითანამშრომლებთ საკუთარ თავთან. მეორე მხარეს უნდა არსებობდეს მეზობელი, რომელსაც სურს ჩვენთან თანამშრომლობა", - აღნიშნა არარატ მირზოიანმა.