რეზონანსი
12.04.2025

ნავთობისა და გაზის მილსადენების საშუალებით, აზერბაიჯანმა და საქართველომ თურქეთთან ერთად შეცვალეს რეგიონის მთელი რუკა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ჯეიჰუნ ბაირამოვმა ანტალიის დიპლომატიურ ფორუმზე განაცხადა.

მისივე თქმით, აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ელემენტებიდან საუკეთესო გზა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის მეზობელ ქვეყნებთან კარგი ურთიერთობებია.

„აზერბაიჯანის საგარეო პოლიტიკის ელემენტებიდან საუკეთესო გზა უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ხელშეწყობისთვის არის კარგი ურთიერთობები მეზობლებთან და რა თქმა უნდა, ეკონომიკური ინტეგრაცია. ვგულისხმობ, არა მხოლოდ ტრანსპორტს, ტრანზიტს, არამედ ასევე ენერგეტიკულ პროექტებს, ელექტროენერგიას, კაბელებს და ა.შ. ასე რომ, ეს არის რაღაც, რაც კარგი გაგებით ურთიერთდამოკიდებულს გხდით მეზობელ ქვეყნებთან.

ეს არის რაღაც, რაც წარმატებით განახორციელა აზერბაიჯანმა ყველა მეზობელ ქვეყანასთან. როდესაც ვსაუბრობთ აღმოსავლეთ-დასავლეთის შუა კორიდორზე, რაც მაგალითად, აზერბაიჯანმა და საქართველომ თურქეთთან ერთად გააკეთა. ეს არის რაღაც, რითაც შევცვალეთ რეგიონის მთელი რუკა. ძირითადი ნავთობისა და გაზის მილსადენები, აღმოსავლეთ-დასავლეთის სატრანსპორტო კორიდორი, ყველაზე ბოლო მაგალითი. ეს არის რაღაც, რაც დადებითი იყო ჩვენი ხალხისა და საზოგადოებების კეთილდღეობისთვის", - განაცხადა ბაირამოვმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×