რეზონანსი
12.04.2025

უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, - ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე ანტალიაში საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან შეხვედრის შემდეგ წერს.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ანტალიის დიპლომატიის ფორუმის ფარგლებში საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან გამართული მოლაპარაკებები სასიამოვნო იყო.

„უნგრეთსა და საქართველოს ძლიერი სტრატეგიული პარტნიორობა აკავშირებთ, რომელიც დაფუძნებულია ჩვენს საერთო კულტურულ და ქრისტიანულ მემკვიდრეობაზე. ჩვენი თანამშრომლობა ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და რეგიონული სტაბილურობის მიმართულებით კვლავ ღრმავდება. ვაფასებთ საქართველოსთან ჩვენს მეგობრობას და თანამშრომლობის გაძლიერების ერთგულები ვრჩებით", - წერს ვიქტორ ორბანი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×