
ჩვენ ვკარგავდით მილიარდობით დოლარს დღეში და ახლა ვშოულობთ, ეს დიდი განსხვავებაა, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.
ტრამპის თქმით, მისი ეკონომიკური გეგმა აშშ-ის დოლარის ღირებულებას გაზრდის.
„ვფიქრობ, საფონდო ბირჟა კარგად მიდის. ჰქონდა პატარა მომენტები, მაგრამ ეს პრობლემა ძალიან სწრაფად გადავჭერი. ძალიან კარგი ვარ ამ საქმეში. ვფიქრობ, დოლარის ღირებულება აიწევს. დოლარი უფრო ძლიერი იქნება, ვიდრე ოდესმე", - აღნიშნა ტრამპმა.
როგორც ტრამპმა აღნიშნა, 10% საბაჟო ტარიფის მინიმალური ზღვარია. მისივე თქმით, შესაძლოა, რამდენიმე გამონაკლისი დაუშვას.
„შეიძლება, იყოს რამდენიმე გამონაკლისი აშკარა მიზეზების გამო, მაგრამ ამჟამად ზღვარი 10 პროცენტია", - განაცხადა დონალდ ტრამპმა ჟურნალისტებთან საუბრისას.