რეზონანსი
11.04.2025

კოალიცია "ცვლილებისთვის" ლიდერი, ნიკა მელია ვარაუდობს, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიები თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობისთვის ემზადებიან. 

"აბსოლუტურად გაუგებარია, რატომ არ შეიძლება დავაფიქსირო პოზიცია აპრილში, რომ თუ ეს რეალობა არ იცვლება, მაშინ ჩვენ ამ არჩევნებში მონაწილეობას არ მივიღებთ. მოქალაქეები დაინახავდნენ, რომ პოლიტიკური პარტიები მზად არიან ვა-ბანკისთვის. თუკი ვინმე ფიქრობს, რომ თელავის საკრებულოში 1-2 დეპუტატის გაყვანა ღირს იმად, რომ "ქართული ოცნების" ოცნება ავახდინოთ, ეს მომავალში გაირკვევა, საზოგადოებისთვის შეუმჩნეველი არ დარჩება. გადაწყვეტილება არჩევნებზე არ გასვლის თაობაზე 6 თვეში არ მიიღება. თუ გადიხარ არჩევნებზე, ხვალ უნდა წახვიდე და საარჩევნო კამპანიისთვის უნდა დაიწყო მუშაობა." - განაცხადა ნიკა მელიამ.

 

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×