რეზონანსი
11.04.2025

ასეთი დაპირისპირებისთვის იყო მცდელობა, რომ საქართველოც გამოყენებულიყო როგორც ტერიტორია, შეიარაღებული ურთიერთობის გარკვევისათვის დასავლეთსა და რუსეთს შორის, - განუცხადა ჟურნალისტებს საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის“ ხელმძღვანელმა დიმიტრი ხუნდაძემ ამერიკელი ჟურნალისტის ტაკერ კარსონის მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ ბაიდენის ადმინისტრაციამ უკრაინის მეშვეობით რუსეთთან პროქსი ომი აწარმოვა და რომ ეს ბირთვული ომის საფრთხეს ზრდიდა.

დიმიტრი ხუნდაძის თქმით, ხელისუფლებამ გამოიყენა ყველა რესურსი იმისა, რომ საქართველო არ ქცეულიყო პოლიგონად.

„ასეთი დაპირისპირებისთვის იყო მცდელობა, რომ საქართველოც გამოყენებულიყო როგორც ტერიტორია, შეიარაღებული ურთიერთობის გარკვევისათვის დასავლეთსა და რუსეთს შორის.

ჩვენ გამოვიყენეთ ყველა რესურსი იმისა, რომ საქართველო არ ქცეულიყო პოლიგონად, მაგრამ, უკრაინამ ეს ვერ გამოიყენა“, - აღნიშნა დიმიტრი ხუნდაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×