რეზონანსი
11.04.2025

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი აქტიურად მუშაობს სამხრეთ კავკასიაში მდგრადი მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ანკარა ასევე მიზნად ისახავს მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისა და ეგეოსის ზღვის რეგიონებში.

„ჩვენ ხელს ვუწყობთ პოზიტიური ატმოსფეროს შექმნას საბერძნეთთან და ყურადღებით ვაკვირდებით ბალკანეთის მოვლენებს, ამასთანავე ვაძლიერებთ თანამშრომლობას რეგიონის ქვეყნებთან“, - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

თურქეთის პრეზიდენტმა ასევე ხაზი გაუსვა ცენტრალური აზიის მზარდ მნიშვნელობას თურქეთის საგარეო პოლიტიკაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×