რეზონანსი
11.04.2025

საქართველოს პრეზიდენტმა, მიხეილ ყაველაშვილმა საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიან ელჩთან, ფაიგ გულიევთან გაცნობითი შეხვედრა გამართა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, მხარეებმა დადებითად შეაფასეს ქვეყნებს შორის არსებული მჭიდრო მეგობრული ურთიერთობები და განიხილეს საქართველო-აზერბაიჯანის სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი მიმართულებები.

„შეხვედრაზე აღინიშნა რეგიონის სტაბილური და მშვიდობიანი განვითარების მნიშვნელობა. მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა, რომ მსოფლიოში მიმდინარე კონფლიქტების, სატარიფო ომებისა და გეოპოლიტიკური დაძაბულობის ფონზე, რეგიონში სტაბილურობისა და მშვიდობის შენარჩუნება კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას იძენს. მხარეებმა გამოხატეს მზაობა, უფრო დინამიკური გახადონ საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის არსებული სამაგალითო სტრატეგიული თანამშრომლობა. საქართველოს პრეზიდენტმა აზერბაიჯანულ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის ურყევი მხარდაჭერისათვის. საუბარი ასევე შეეხო 15-16 აპრილს, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში დაგეგმილ საქართველოს პრეზიდენტის პირველი ოფიციალური ვიზიტის დეტალებს“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×