რეზონანსი
11.04.2025

ტარიფების დაწესებას განვითარებადი ქვეყნებისთვის შესაძლოა, კატასტროფული შედეგები მოჰყვეს, - ამის შესახებ გაერო-ს ვაჭრობის სააგენტოს საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის აღმასრულებელმა დირექტორმა, პამელა კოუკ-ჰამილტონმა განაცხადა.

მისი განცხადებით, ტარიფებს შესაძლოა, უფრო დამაზიანებელი შედეგები მოჰყვეს განვითარებადი ქვეყნებისთვის, ვიდრე საერთაშორისო დახმარების შეწყვეტას.

საერთაშორისო სავაჭრო ცენტრის მონაცემებით, გლობალური ვაჭრობა შეიძლება, შემცირდეს 3,7%-ით, გლობალური მშპ კი - 0,7%-ით 2040 წლისთვის.

„თუ ტარიფების ეს ესკალაცია ჩინეთსა და აშშ-ს შორის გაგრძელდება, ეს გამოიწვევს ჩინეთსა და აშშ-ის შორის ვაჭრობის 80%-ით შემცირებას. ამის ტალღოვანი ეფექტი ყველა მიმართულებით შესაძლოა, კატასტროფული იყოს, რადგან ჩვენ აღარ ვართ ისეთ მსოფლიოში, სადაც ცალმხრივი ვაჭრობაა. ეს აისახება ყველაფერზე მიწოდების ჯაჭვების გასწვრივ სავაჭრო ურთიერთობების ცვლილებით", - განაცხადა ორგანიზაციის წარმომადგენელმა.

მიმდინარე კვირაში დონალდ ტრამპმა 90 დღით შეაჩერა ტარიფების ამოქმედება ათობით ქვეყნისთვის, თუმცა 145%-მდე გაზარდა ჩინეთიდან იმპორტირებულ პროდუქტებზე ტარიფები. დღეს ჩინეთმა ამერიკულ პროდუქტებზე საიმპორტო გადასახადს 125%-მდე გაზრდის შესახებ განაცხადა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×