რეზონანსი
11.04.2025

ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე, - განუცხადა უნგრეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, პიტერ სიიარტომ ანტალიაში ქართველ ჟურნალისტებს, რომელიც ანტალიის დიპლომატიის ფორუმზე იმყოფება.

მისი თქმით, ბრიუსელში დემოკრატიად მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ.

„ჩვენ არ მოგვწონს ბრიუსელის ქმედება თბილისთან მიმართებით, ჩვენ გვსურს, რომ ევროკავშირმა სამართლიანად იმოქმედოს, ორმაგი სტანდარტების გარეშე. რამდენი მემარჯვენე პოლიტიკოსები გაიმარჯვებენ არჩევნებში, ბრიუსელში დემოკრატიის წინაშე არსებული საფრთხეების თაობაზე იწყება საუბარი, მხოლოდ ლიბერალების მმართველობა მიაჩნიათ ბრიუსელში დემოკრატიად. ეს ცუდია და ჩვენ შევეცდებით რომ უკეთესობისკენ შევცვალოთ ვითარება", - განაცხადა პიტერ სიიარტომ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×