რეზონანსი
11.04.2025

ის, რაც დაშვებულია ყველგან, ის, რაც დაშვებულია დემოკრატიულ სამყაროში, სამწუხაროდ, უკვე წლებია, საქართველოში საღდება, როგორც დემოკრატიის უკუსვლა, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა ბერლინსა და თბილისში პიროტექნიკის გამოყენების ფაქტებისადმი განსხვავებულ მიდგომებზე საუბრისას.

„ის, რაც დაშვებულია ყველგან, ის, რაც დაშვებულია დემოკრატიულ სამყაროში, სამწუხაროდ, უკვე წლებია, საქართველოში საღდება, როგორც დემოკრატიის უკუსვლა და ამას მიეცა გარკვეულწილად, კამპანიური ხასიათი საქართველოსთან მიმართებაში. ყველაფერი - იქნება ეს ქვეყნის შიდა პოლიტიკა, ქვეყნის უსაფრთხოებასთან, სტაბილურობასთან თუ მართლწესრიგთან დაკავშირებული საკითხები, საქართველოს შემთხვევაში ზოგიერთებისთვის ეს სხვანაირად ჩანს, ვიდრე ბერლინიდან, პარიზიდან ან სხვა დედაქალაქიდან ევროპის მასშტაბით", - განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ვიდეო, რომელზეც ასახულია ბერლინსა და თბილისში პიროტექნიკის გამოყენების ფაქტები და დაწერა: „მარცხენა ვიდეოში ბერლინია, გასული წლის დეკემბერი. კაცმა, რომელმაც სახლს პიროტექნიკა ესროლა, წინასწარ პატიმრობაში 4 თვე გაატარა, მარჯვენა ვიდეოში თბილისია, ასევე გასული წლის დეკემბერი. რამხელა უტიფრობაა, ვისაც ბერლინში როგორც მოძალადეს ასამართლებ, იმას თბილისში მშვიდობიანი უწოდო".

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×