
"ულტიმატუმებსა და მუქარის ტონს, ბუნებრივია, არ მივიღებთ", - ამის შესახებ პარლამენტის დიასპორისა და კავკასიის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ევროსაბჭოს რეზოლუციაზე საუბრისას განაცხადა. ირაკლი ზარქუას თქმით, ევროსაბჭო რა რეზოლუციას მიიღებს, ნაკლებად აინტერესებს.
"იმ ულტიმატუმებსა და მუქარის ტონს, ბუნებრივია, არ მივიღებთ, რადგან მართლები ვართ - საქართველოს მოსახლეობასთან, სახელმწიფოსთან. არ დავუთმეთ ამ უსამშობლოებს და მათ პატრონებს ჩვენი ქვეყანა გასაწირად. ევროსაბჭო რა რეზოლუციას მიიღებს, ნაკლებად გვაინტერესებს, რადგან "აპრიორი" ვიცით, არის უსამართლო, არგუმენტების გარეშე და იქ რას ჩაწერენ ლობისტური ორგანიზაციები, კოლექტიური "ნაცმოძრაობის" დაკვეთით, ჩვენთვის ნაკლებად საინტერესოა", - განაცხადა ირაკლი ზარქუამ.