რეზონანსი
10.04.2025

 Euronews-ის ინფორმაციით, სპეციალური ტრიბუნალი, რომლის შექმნასაც დასავლეთის ქვეყნები უკრაინის წინააღმდეგ ჩადენილი სამხედრო დანაშაულის გამოძიების მიზნით აპირებენ, ვლადიმერ პუტინს დაუსწრებლად არ გაასამართლებს, სანამ ის რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტი იქნება.

მედიის ცნობით, მსგავსი დებულება გავრცელდება რუსეთის პრემიერ-მინისტრ მიხაილ მიშუსტინსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის, სერგეი ლავროვის მიმართ.

აღნიშნული მაღალი თანამდებობის პირების სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება დაშვებული, თუ ბრალდებულები სასამართლო სხდომას ფიზიკურად დაესწრებიან, რაც ნაკლებად სავარაუდოა.

რუსეთი არ აღიარებს უკრაინაში შეჭრას და კატეგორიულად ეწინააღმდეგება დასავლეთთან თანამშრომლობას.

ალტერნატივის სახით, სასამართლო პროცესი დაუსწრებლად მას შემდეგ შეიძლება ჩატარდეს, რაც პუტინი თანამდებობას დატოვებს.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×