რეზონანსი
10.04.2025

 შეერთებული შტატები გააგრძელებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას, - ამის შესახებ აღნიშნულია დონალდ ტრამპის მისალოც წერილში, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა, აზერბაიჯანელ კოლეგას, ილჰამ ალიევს ნოვრუზის დღესასწაულთან დაკავშირებით გაუგზავნა.

დონალდ ტრამპი წერილში აღნიშნავს, რომ ქვეყნებს ერთად მუშაობის დიდი ისტორია აქვთ და გამოთქვამს იმედს, რომ უახლოეს წლებში გადაიდგმება ნაბიჯები დიდი მიღწევებისკენ.

„მადლობელი ვარ აზერბაიჯანის მხარდაჭერისა და მეგობრობისთვის ჩვენი პარტნიორი ისრაელის მიმართ და მივესალმები იმ ნაბიჯებს, რომლებსაც თქვენ და სომხეთი დგამთ რეგიონში მშვიდობის დასამყარებლად. მოუთმენლად ველი თქვენთან მუშაობას, რადგან ჩვენი ქვეყნები ისწრაფვიან წარმატებისკენ. შეერთებული შტატები გააგრძელებს აზერბაიჯანის სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას", - აღნიშნულია წერილში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×