რეზონანსი
10.04.2025

საქართველოს არაერთხელ განუცხადებია, რომ მზად ვართ, შევიტანოთ ჩვენი წვლილი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაში, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაში, რომ რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა „დელფოსის ეკონომიკურ ფორუმზე“ გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

მისი თქმით, საქართველო და თბილისი ყოველთვის არის და იქნება ის ადგილი, სადაც სომხეთს და აზერბაიჯანს შეუძლიათ, ჩამოვიდნენ, საქართველო გამოიყენონ დიალოგისთვის.

„საქართველოს არაერთხელ განუცხადებია, რომ მზად ვართ, შევიტანოთ წვლილი აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის კონფლიქტის საბოლოოდ დარეგულირებაში, სამშვიდობო ხელშეკრულების ხელმოწერაში, რომ რეგიონში იყოს მდგრადი მშვიდობა. მზად ვართ, ხელი შევუწყოთ ორივე პარტნიორთან, ორივე მეზობელთან ურთიერთობებს. საქართველო და თბილისი ყოველთვის არის და იქნება ის ადგილი, სადაც ორივე მხარეს, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც შეუძლია ჩამოვიდეს, შეუძლია, საქართველო გამოიყენოს დიალოგის ადგილად და ქართული მხარე ყოველთვის იქნება ხელშემწყობი ამ პროცესის, რომ საბოლოოდ მივაღწიოთ რეგიონში მდგრად მშვიდობას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×