რეზონანსი
10.04.2025

მონიტორინგის კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა რეზოლუციაზე, რომლის მიხედვითაც ივანიშვილის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში იქამდე, ვიდრე არ მოხდება პოლიტპატიმრების გათავისუფლება და არ ჩაინიშნება ახალი, სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები, – ამის შესახებ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ განაცხადა.

„მონიტორინგის კომიტეტმა უკვე დაასრულა მუშაობა რეზოლუციაზე, ჩვენი მოლოდინები გამართლდა. ეს რეზოლუცია გაიმეორებს იმ რეზოლუციის მოთხოვნებს, რომელიც ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ მიიღო იანვრის სესიაზე, სადაც მოითხოვა ახალი თავისუფალი სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების ჩატარება საქართველოში, ისევე როგორც ყველა პოლიტპატიმრის გათავისუფლება და ეს დასახა პირობად, რომლის შესრულების გარეშეც ივანიშვილის რეჟიმის წარმომადგენლები ვერ დაბრუნდებიან ასამბლეაში. აქედან გამომდინარე კომისარი წულუკიანი და ივანიშვილის სხვა უსახელო პაიკები აქ თეორიულადაც კი დაბრუნდებიან მხოლოდ ოპოზიციის რანგში, რადგან ყველას ძალიან კარგად გვესმის, რომ თავისუფალი სამართლიანი, დემოკრატიული საპარლამენტო არჩევნები ნიშნავს ივანიშვილის რეჟიმის დასრულებას“,- განაცხადა თინა ბოკუჩავამ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×