რეზონანსი
10.04.2025

8 აპ­რილს ბა­თუ­მის სად­გუ­რის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე შემ­ზა­რა­ვი ტრა­გე­დია მოხ­და. სამ­გზავ­რო მა­ტა­რებ­ლის და­ჯა­ხე­ბის შე­დე­გად ბავ­შვი და­ი­ღუ­პა. ად­გი­ლობ­რი­ვე­ბის თქმით, იმ ად­გი­ლას დიდი ხა­ნია ხდე­ბა მსგავ­სი ტრა­გე­დი­ე­ბი.

"ადრე, როცა ხიდი არ იყო, იყო შლაგ­ბა­უ­მი, რო­მე­ლიც აკონ­ტრო­ლებ­და მა­ტა­რებ­ლის მი­მოს­ვლას და ადა­მი­ა­ნე­ბი უფრო და­ცუ­ლე­ბი იყ­ვნენ. რაც ხიდი აშენ­და, იმის შემ­დეგ სა­ერ­თოდ აღა­რა­ფე­რია და ძა­ლი­ან სა­ში­შია. არა­და, იქ­ვეა სკო­ლა და გან­სა­კუთ­რე­ბით სა­ში­ში ის ად­გი­ლია, რად­გან მო­სახ­ვე­ვია და თით­ქმის არ ჩანს მა­ტა­რე­ბე­ლი თუ მო­დის, სა­ნამ არ მიხ­ვალ ლი­ან­დაგ­თან. ვერ გა­მი­გია, რა­ტომ გა­ა­უქ­მეს შლაგ­ბა­უ­მი, უფრო იცავ­და იქა­უ­რო­ბას. სულ მე­ში­ნო­და იმ ად­გი­ლის“, - ჰყვე­ბა ად­გი­ლობ­რი­ვი.

მო­ქა­ლა­ქე ირმა და­ვი­თა­ძემ კი ტრა­გე­დი­ის ად­გილ­ზე გა­და­ღე­ბულ ფო­ტოს გამოაქ­ვეყ­ნა, სა­დაც ჩანს, რომ ფე­ხით გა­და­სას­ვლე­ლი ხე­ლოვ­ნუ­რად, ხალ­ხის მიერ არის მო­წყო­ბი­ლი. 

"ეს ის გა­და­სას­ვლე­ლია, სა­დაც გუ­შინ ბავ­შვი და­ი­ღუ­პა და ადრე ბევ­რი უბე­დუ­რი შემ­თხვე­ვა მოხ­და!

ეს გა­და­სას­ვლე­ლი არის სა­ჯა­რო სკო­ლის წინ, სა­დაც არას­რულ­წლო­ვა­ნე­ბი სწავ­ლო­ბენ და ნე­ბის­მი­ე­რი ბავ­შვი არის საფრ­თხის წი­ნა­შე! არა მ­ხო­ლოდ ბავ­შვი, აქ ზრდას­რულ­საც კი გა­უ­ჭირ­დე­ბა გა­დას­ვლა!

მე­რამ­დე­ნე შემ­თხვე­ვა უნდა მოხ­დეს, რომ მო­აგ­ვა­როთ ეს პრობ­ლე­მა, შვი­ლე­ბი არ გყავთ?

თუ ვერ აგ­ვა­რებთ, გა­და­კე­ტეთ სა­ერ­თოდ ეს ტე­რი­ტო­რია ისე, რომ ქვე­ი­თი სკო­ლას­თან მა­ინც ვერ გა­და­ვი­დეს! ერთი შლაგ­ბა­უ­მი რო­გორ ვერ გა­ა­კე­თეთ აქ ისე, რო­გორც ადრე ხი­დამ­დე იყო?

და­ი­ღუ­პა ბავ­შვი. და­იქ­ცა ოჯა­ხე­ბი, ხალ­ხი არა ხართ? - მო­ა­წეს­რი­გეთ", - დაწერა ირმა დავითაძემ.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×