რეზონანსი
09.04.2025

გერმანიის „ქრისტიან დემოკრატები“ და „სოციალ დემოკრატები“ კოალიციურ მთავრობის შექმნაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ პარტიების ლიდერებმა ბერლინში გამართულ ერთობლივ პრეზენტაციაზე გამოაცხადეს.

“ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერმა და კოალიციური მთავრობის კანცლერობის კანდიდატმა, ფრიდრიხ მერცმა კოალიციური მთავრობის პროგრამა გერმანიისთვის “ახალი დასაწყისად” მოიხსენია.

“ჩვენ ძალიან ძლიერი გეგმა გვაქვს, რომლითაც ერთობლივად შევძლებთ ქვეყნის წინ წაწევას. გერმანიას უნარიანი და ეფექტური მთავრობა ეყოლება”, - განაცხადა მერცმა.

მისი თქმით, კოალიციური შეთანხმება “ინტენსიური კონსულტაციებისა და მოლაპარაკებების შედეგია”. აღნიშნული დოკუმენტი 140-ზე მეტ გვერდს მოიცავს და მისი სათაურია - “პასუხისმგებლობა გერმანიისთვის”.

ასევე აღნიშნულია, რომ კოალიციური შეთანხმება ჯერ კიდევ საჭიროებს ფორმალურ დამტკიცებას კოალიციაში შემავალი პარტიების მიერ. დამტკიცების შემთხვევაში, “ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის” ლიდერის, ფრიდრიხ მერცის კანცლერად არჩევა მაისის დასაწყისში იგეგმება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×