რეზონანსი
09.04.2025

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს ის ფაქტი, რომ საქართველოში არჩევნების შემდეგ, პირველი ვიზიტით პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძე აზერბაიჯანს ეწვია. ამის შესახებ აზერბაიჯანის პრეზიდენტმა საერთაშორისო ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

ალიევმა მჭიდრო პარტნიორული ურთიერთობების კონტექსტში აზერბაიჯანში საქართველოს პრეზიდენტის, მიხეილ ყაველაშვილის მოსალოდნელი ვიზიტის შესახებაც ისაუბრა.

„ბოლო მოვლენებს შორის, რომელიც ორ ქვეყანას შორის მჭიდრო პარტნიორულ და მეგობრულ ურთიერთობებზე მიუთითებს, დავასახელებ საქართველოს პრემიერ-მინისტრის ვიზიტს, რომელიც იყო პირველი არჩევნების შემდეგ. როგორც წესი, არჩევნების შემდეგ პირველ ვიზიტს ძალიან სიმბოლური მნიშვნელობა აქვს. ამგვარად, პირველი ვიზიტი აზერბაიჯანში შედგა. ასევე, მალე ველოდებით არჩევნების შემდგომ საქართველოს პრეზიდენტის პირველ ვიზიტს ასევე აზერბაიჯანში. ასე რომ, ეს ორი ფაქტი არის ჩვენი ურთიერთობის, ერთმანეთისადმი ერთგულების და ჩვენი მეგობრობის ნათელი მაჩვენებელი. რა თქმა უნდა, ბევრი საუბარი შეიძლება იმ პროექტებზე, რომლებიც გვაერთიანებს; ისინი კარგად ცნობილია. ამიტომ, არ მინდა, დიდი დრო წაგართვათ, მაგრამ ისინი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ ჩვენთვის, ჩვენი ხალხებისა და ქვეყნებისთვის, არამედ დიდი გეოგრაფიისთვისაც, განსაკუთრებით ახლა, როდესაც ჩვენ ვამატებთ მწვანე დღის წესრიგს, რომელიც ახლახან განვიხილეთ. ეს არის მწვანე დერეფანი, აზერბაიჯანისა და საქართველოს სატრანსპორტო დერეფანი, შუა დერეფანი“, – განაცხადა ილჰამ ალიევმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×