რეზონანსი
09.04.2025

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, ევროკავშირის დამოკიდებულება საქართველოს საშინაო საქმეების მიმართ კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს.

„ევროპული კომისიის მიერ საქართველოს საშინაო პროცესისადმი დამოკიდებულება აბსოლუტურად მიუღებელია. ეს კოლონიალისტურ მიდგომას ჰგავს. ისინი ცდილობენ ქართველი ხალხის ნებას შეხედონ კოლონიალური წარსულის პრიზმიდან. ეს აბსოლუტურად მიუღებელია“, - განაცხადა ალიევმა.

როგორც აზერბაიჯანის ლიდერმა აღნიშნა, ქართველმა ხალხმა იცის, რომ აზერბაიჯანელები მათ გვერდში უდგანან.

„საქართველოს ხალხმა იცის, რომ ჩვენ მათთან ვართ. ამის შესახებ საქართველოს მთავრობამაც იცის. და საქართველოს შიდა პრობლემები ქართველი ხალხის და არა ბრიუსელის ბიუროკრატების მიერ უნდა იყოს მოგვარებული“, - თქვა აზერბაიჯანის ლიდერმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×