რეზონანსი
09.04.2025

ქობულეთში, სოფელ გვარაში ავარია მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა. შეჯახების შედეგად ერთ-ერთი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადამ ქობულეთის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანა.

სამედიცინო დაწესებულებაში აცხადებენ, რომ დაშავებულების მდგომარეობა სტაბილურია და მათ დამატებითი კვლევები უტარდებათ. მათივე განმარტებით, დაშავებულებს დაზიანებები თავის არეში აღენიშნებათ.

შემთხვევის ადგილზე, ამ დრომდე, პოლიციის ეპიკაჟები იმყოფებიან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×