რეზონანსი
09.04.2025

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ სულ მალე ის ფარმაცევტული პროდუქციის იმპორტზე ტარიფებს შემოიღებს. ინფორმაციას Bloomberg-ი ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, ტრამპს დეტალური ინფორმაცია არ გაუჟღერებია, მაგრამ თქვა, რომ ტარიფების შემოღების შემდეგ მწარმოებლები ამერიკაში „გაიქცევიან", რადგან ამერიკული ბაზარი ძალიან დიდია.

როგორც Bloolmberg-ი იუწყება, ეს არის ბოლო გაფრთხილება, რომ ტრამპი სხვადასხვა დარგებში, ნეგატიური შედეგების მიუხედავად, ტარიფების დაწესებას განაგრძობს.

თეთრი სახლის ლიდერს არაერთხელ უთქვამს, რომ ქვეყანაში ფარმაცევტული წარმოების ნაკლებობაა. მას მანამდეც უთქვამს, რომ აშშ-ში წამლების წარმადობის გაზრდის მიზნით ის იმპორტულ პროდუქციაზე ტარიფების დაწესებას გეგმავს.

„თუ ჩვენ ომის ან რაიმე მსგავსი პრობლემის წინაშე აღმოვჩნდებით, დაგვჭირდება ფოლადი, ფარმაცევტული პროდუქცია", - აღნიშნა ტრამპმა ჯერ კიდევ მარტში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×