რეზონანსი
09.04.2025

გიორგი გამსახურდია, ოპოზიციონერ პაატა ბურჭულაძის ინტერვიუდან სოციალურ ქსელში ნაწყვეტს აქვეყნებს, სადაც ბურჭულაძე აცხადებს, რომ მთელ მსოფლიოში ცნობილია როგორც რუსი ბანი და მისთვის დიდი პატივია, რომ რუსული სკოლის წარმომადგენელია.

გამსახურდიას თქმით, ბურჭულაძე, რომელიც თხემიდან ტერფამდე რუსია, სხვას უწოდებს რუსს და რუსეთუმეს და მისი ადგილი 9 აპრილს რუსთაველზე არ არის.

„აი ეს ცეკა/ტეკას კალთაში გამოზრდილი, თხემიდან ტერფამდე მართლა რუსი, რომ ვინმეს რუსს და რუსეთუმეს დაუძახებს... ამაზე ამორალური, კაცი არ დადის დედამიწაზე... რა უნდა ამას საერთოდ 9 აპრილს რუსთაველზე? მავზოლეუმთან უნდა ეგდოს, ან „პაკლონნაია გარაზე". ვერ მოვიცილეთ ეს შავი ჭირი, ეს მანქურთები ქვეყანამ," - წერს გიორგი გამსახურდია.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×