რეზონანსი
08.04.2025

 ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ირანთან პოტენციური ბირთვული შეთანხმება უნდა მოიცავდეს ბირთვული ობიექტების სრულად განადგურებას აშშ-ის ზედამხედველობის ქვეშ.

„ჩვენ ვთანხმდებით, რომ ირანს ბირთვული იარაღის ფლობის უფლება არ უნდა მიეცეს. ეს შეიძლება მიღწეული იყოს შეთანხმებით - მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს იქნება ლიბიის ტიპის შეთანხმება; სადაც ობიექტებში შევლენ, დაშლიან და გაანადგურებენ ამერიკული ზედამხედველობისა და აღსრულების ქვეშ - ეს კარგია", - განაცხადა ნეთანიაჰუმ.

პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, რომ „მეორე ვარიანტია, რომ ეს საერთოდ არ მოხდება და ისინი უბრალოდ გააჭიანურებენ მოლაპარაკებებს".

„ამ შემთხვევაში, სამხედრო ვარიანტია. ეს ყველას ესმის. ჩვენ ეს საკითხი დეტალურად განვიხილეთ", - დასძინა მან.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×