
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ევროპარლამენტარებს წერილს უგზავნის, სადაც ადასტურებს, რომ საქართველოს დეფაქტო ხელისუფლების არაღიარების პოლიტიკა გრძელდება და ბრიუსელი იმ ხალხის სანქცირებაზე მუშაობს, ვინ მშვიდობიანი მომიტინგეების დარბევის ბრძანება გასცა და შეასრულა.
პასუხი კალასმა 40-მდე ევროდეპუტატს გასცა, რომლებიც დაინტერესდნენ, რა ეტაპზე ევროკომისია და როდის დაასანქცირებს ევროკავშირი ოლიგარქის რეჟიმის მსახურებს. წერილში კაია კალასი მათ პასუხობს, რომ ევროკავშირი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, ეძებოს გამოსავალი არსებული კრიზისიდან ყველა პოლიტიკურ ძალასთან და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან დიალოგის დაიწყოს.
ბრიუსელი აგრძელებს მუშაობას ბიძინა ივანიშვილის და მისი უახლოესი გარემოცვის სანქცირებაზე. უნგრეთის და სლოვაკეთის ამჟამინდელი წინააღმდეგობა არ ნიშნავს იმას, რომ ევროკაშირი გაჩერებას აპირებს. პირიქით, კალასმა დაადასტურა, რომ პრორუს ლიდერებთან მუშაობა ყოველ დღე გრძელდება, რათა ივანიშვილს ერთადერთი მოკავშირე ორბანი დაარწმუნონ, რომ ევროკაშირის 25 ქვეყნის გადაწყვეტილებას არ უნდა შეეწინააღმდეგოს.
ვრცლად ნახეთ ინა ცარციძის რეპორტაჟში.