რეზონანსი
08.04.2025

 რუსთავი-თბილისის დამაკავშირებელ ჩქაროსნულ მაგისტრალზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ერთმანეთს ორი  მანქანა დაეჯახა.

ინფორმაციას და კადრებს შემთხვევის ადგილიდან სააგენტო „ინფო რუსთავი" ავრცელებს.

სააგენტოს ცნობითვე, შემთხვევის დროს მიკროავტობუსის მძღოლი, 35 წლამდე კაცი დაშავდა.

დაშავებული სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკაში გადაიყვანა.

ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×