რეზონანსი
08.04.2025

ბათუმში, ზებრა გადასასვლელზე მიმავალ ქალს მუნიციპალური ავტობუსი დაეჯახა. ამ დროს ავტობუსს უკან მიმავალი კიდევ ერთი მუნიციპალური ავტობუსი შეეჯახა.დაშავებული ქალი რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

შემთხვევა პუშკინის და გრიბოედოვის ქუჩების კვეთასთან მოხდა.

თვითმხილველებმა ადგილობრივ გამოცემა "ბათუმელებს" უთხრეს, რომ ქალი ზებრაზე გადასვლას ვერ ახერხებდა, რადგან ის მსუბუქ ავტომანქანას ჰქონდა ჩახერგილი, სწორედ ამ დროს შეეჯახა ავტობუსი ზებრასთან ახლოს მყოფ ქვეითს. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×