რეზონანსი
08.04.2025

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლების მიერ საკანონმდებლო ცვლილებებთან დაკავშირებით გაკეთებულ ერთობლივ განცხადებას ეხმიანება, რომელთა თქმითაც, მმართველი გუნდის მიერ ინიციირებული კანონი, რომელიც უცხოური დონორების მიერ გრანტის გაცემის წესს დაარეგულირებს- „რუსული კანონია“.

როგორც მამუკა მდინარაძე აღნიშნავს, რაც უცხოეთის აგენტურისთვის ცუდია, საქართველოსთვის კარგია.

„მარტივი და უტყუარი ტესტი - ის რაც ცუდია ამ ხალხისთვის (უცხოეთის აგენტურისთვის), კარგია საქართველოსთვის!“ - წერს მამუკა მდინარაძე სოციალურ ქსელში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×