
ასე გამოიყურება ამ წუთებში თბილისი მარცხენა სანაპირო. სოციალურ ქსელში ვითარების ამსახველი ფოტო ცოტა ხნის წინ გავრცელდა.
თბილისის მერიაში აცხადებენ, რომ მარცხენა სანაპიროზე გზა არ ჩანგრეულა და მიმდინარეობს სამუშაოები.
"გზა არ ჩანგრეულა. გუშინ გავავრცელეთ განცხადება, რომ უნდა დაგვეწყო სამუშაოები, გაჩნდა ნაპრალი გზის პირზე, რაც იყო ნაპირსამაგრი კედლის მოშლით გამოწვეული და დავიწყეთ სამუშაოები. ჯერ უნდა გაკეთდეს ნაპირი. ნაპირსამაგრი სამუშაო მიდის, რაც გასწორდება. სამუშაოები ძირითადად ღამით ხორციელდება", - განაცხადეს თბილისის მერიაში.
შეგახსენებთ, გუშინ, დედაქალაქის მერიამ გაავრცელა განცხადება, რომ რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, გზის სავალ ნაწილზე ბზარები შეინიშნება, რისთვისაც საჭიროა გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. უსაფრთხოების მიზნით, მიმდინარე წლის 7 აპრილიდან გზის დაზიანებულ მონაკვეთში, უკიდურეს მარჯვენა ზოლში საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.