რეზონანსი
08.04.2025

36 წელი 9 აპრილიდან - ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, კახა ოქრიაშვილის განცხადებით, "თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება არც არასდროს დასრულდება". თითოეული ჩვენგანი კი  ვალდებულია, "ქედი მოვუხაროთ და პატივი მივაგოთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ გამართულ ბრძოლის ველზე საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაცემულ გმირებს".

„1989 წლის 9 აპრილის ტრაგედიიდან 36 წელი გავიდა და ეს თარიღი საქართველოს სახელმწიფოებრიობისთვის ბრძოლის მრავალწლიან ისტორიაში ახალი ათვლის წერტილად ითვლება.  ეს საკითხი საქართველოს მთელი ისტორიის მანძილზე აქტუალურია, რადგან თავისუფლებისთვის ბრძოლა არასდროს მთავრდება და თუ მთავრდება, მთავრდება დამონებით. 

ამაყი ვარ, რომ ჩვენი ხალხი ათასწლეულების მანძილზე ვართ შეუპოვრობის, გმირობის, არდამონებისა და იმ მთავარი  იდეალების  მსახურების მაგალითი, როგორიცაა სამშობლო და თავისუფლება.

თითოეული ჩვენგანი ვალდებული ვართ, ქედი მოვუხაროთ და პატივი მივაგოთ 9 აპრილს, პარლამენტის წინ გამართულ ბრძოლის ველზე საქართველოს დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისთვის დაცემულ გმირებს.  

თავისუფლებისთვის ბრძოლა არ სრულდება, დღესაც გრძელდება არც არასდროს დასრულდება!“ - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×