რეზონანსი
08.04.2025

ზოგადად, ოპოზიცია აბნეულია. აქედან გამომდინარე, მათი რაიმე ქცევის, გადაწყვეტილების თუ სიტყვის ანალიზს აზრი არ აქვს, - განუცხადა ჟურნალისტებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა.

პაპუაშვილს ოპოზიციის ზოგიერთი წარმომადგენლის მხრიდან სალომე ზურაბიშვილის მიმართ კრიტიკაზე დაუსვეს კითხვა.

„ერთადერთი, რაზეც ისინი მიყვებიან, გარედან მიღებული ინსტრუქციებია. ამიტომ, დადიან არა ქართველ ხალხთან და ელაპარაკებიან არა ქართველ ხალხს, არამედ სხვა ნებისმიერ ქვეყანას, სხვა ხალხებს, რადგან მათი ინტერესების გამტარებლები არიან", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×