რეზონანსი
08.04.2025

თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ირაკლი ოქრუაშვილის მიმართ, რომელსაც საქართველოს პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობას ედავებიან, პროკურატურა 20 000-ლარიანი გირაოს გამოყენებას მოითხოვს.

აღნიშნულის შესახებ პროცესის დაწყებამდე საქმის პროკურორმა ნათია თათიაშვილმა განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე ოქრუაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე იმსჯელებენ.

ირაკლი ოქრუაშვილი პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად 26 მარტს დაიბარეს, სადაც მან მისვლაზე უარი განაცხადა, რის შემდეგაც, თავდაცვის ყოფილი მინისტრი თბილისის საქალაქო სასამართლოში დაიბარეს ჩვენების მისაცემად, მან საგამოძიებო უწყების კითხვებს მაგისტრატი მოსამართლის წინაშე უპასუხა.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×