რეზონანსი
08.04.2025

რუსთაველის გამზირზე დღეს საღამოს აქციის მონაწილის დაკავების დროს დაზიანების მიღებასთან დაკავშირებით გავრცელებულ ინფორმაციაზე შსს-მ განმარტება გააკეთა. უწყების ცნობით, "გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ დაკავების დროს აქციის რომელიმე მონაწილემ მიიღო დაზიანება, არის სიცრუე და არ შეესაბამება სიმართლეს".

"რუსთაველის გამზირზე მამაკაცს ფეხის არეში უკბინა მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფმა მიუსაფარმა ძაღლმა, რის საფუძველზეც განუვითარდა ძლიერი სისხლდენა.

აღნიშნული პიროვნება სასწრაფო სამედიცინო დახმარების მანქანის მიერ გადაყვანილია სამედიცინო დაწესებულებაში, მისი მდგომარეობა სტაბილურია", - აღნიშნეს შს სამინისტროში.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×