რეზონანსი
07.04.2025

სლოვაკეთის დედაქალაქ ბრატისლავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე თავისუფალ ჭიდაობაში გივი მაჭარაშვილი (97 კგ) ფინალში იასპარეზებს.

პარიზის ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონმა ნახევარფინალში უნგრელი ვეგი 10:0 დაამარცხა და ხვალ, 8 აპრილს, ფინალურ ბლოკში ჩემპიონობისთვის იჭიდავებს, მისი მეტოქე ნეიტრალური დროშით გამომსვლელი მაგომედ ყურბანოვი იქნება.

კონტინენტის პირველობაზე ნახევარფინალური ორთაბრძოლები დათმეს გოგა ოთინაშვილმა (65 კგ) და აკაკი ქემერტელიძემ (70 კგ). ორივე მათგანი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს.

ევროპის ჩემპიონატზე რეპეშაჟიდან მესამე ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებენ ვლადიმერ გამყრელიძე (79 კგ) და რობერტ დინგაშვილი (57 კგ).

ტურნირზე მედლები ხვალ, 8 აპრილს გათამაშდება.

სტატიების ნახვა შეგიძლიათ რუბრიკაში "ყველა სტატია"

ყველა ახალი ამბის ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

საინტერესო ვიდეოები შეგიძლიათ იხილოთ რუბრიკაში "ყველა ვიდეო"

ბოლო ამბების ნახვა შეგიძლიათ ამ ბმულზე

ლიცენზია

Copyright © 2006-2026 by Resonance ltd. . All rights reserved
×